ელექტორენერგიის რეგიონებში გაძვირების შემდეგ, ანალოგიური განაცხადის საჯარო განხილვა იწყება თბილისისთვისაც.
ტარიფის გაზრდის მოთხოვნით სემეკს თელასმა მიმართა და დღეს დისკუსია კომპანიის დანაკარგებთან დაკავშირებით გაიმართება.
ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია მართავს პირველ საჯარო განხილვას, სადაც კომისიის წევრები იმსჯელებენ კომპანია თელასის დანაკარგების ოდენობაზე.
“31 აგვისტომდე კომისია განიხილავს ყველა შენიშვნას, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოსული იქნება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწვეტილებას და შესაბამის ნორმატიულ აქტს,“ - განაცხადა სემეკის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გოჩა შონიას განმარტებით, კომისიამ ნომრატიული დანაკარგების დადგენის ახალი მეთოლოგია შეიმუშავა.
„ეს ახალი მეთოდოლოგია იყო უკვე აპრობირებული ენერგო-პრო ჯორჯიასთან მიმართებაში. ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, რომელსაც იყენებენ ევროპელი კოლეგები ნორმატიული დანაკარგების დადგენისას. ამჟამად საუბარია თელასის ტარიფში მონაწილეობს ნორმატიული დანაკარგები. ის დანაკარგი, რომელიც აქამდე მოქმედებდა იყო დადგენილი რამდენიმე წლის წინ. შესაბამისად ამ პერიოდში კომპანიამ განახორციელა გარკვეული მოცულობის ინვესტიციები და ამჟამად ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახალი მითოლოგიით მოხდეს ახალი ნორმატიული დანაკარგების დადგენა,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.
ავტორი: ეკა გაგუა