20 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
„როგორც ბუნებრივი აირის, ისე ელექტროენერგიის ტარიფებში დანაკარგები გადაჭარბებულია," - დემურ გიორხელიძე

„როგორც ბუნებრივი აირის, ისე ელექტროენერგიის ტარიფებში დანაკარგები გადაჭარბებულია. ცხადია გაზრდაზე იქნება საუბარი. ანუ კიდევ დიდ უაზრობამდე მივალთ,“ – ასე შეაფასა თბილისში, ელექტროენერგიაზე ტარიფების შესაძლო გაზრდა ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ.

მისი თქმით, ტარიფების ზრდა მძიმედ დაარტყამს არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესს, არამედ ღარიბ მოსახლეობასაც.

ეკონომისტი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტ FactCheck-ის ანალიტიკოსის ზვიად ხორგუაშვილის თქმით, თბილისში ტარიფები აუცილებლად გაიზრდება.

„როდესაც საუბარია სუბსიდირებაზე, უნდა გვესმოდეს რომ მთლიანი სუბსიდირება შეუძლებელია. დამატებითი ხარჯი ბიუჯეტისთვის ეს არის ძალიან ცუდი. სექტემბრიდან ისედაც მოლოდინებია, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება და ბიუჯეტურმა ხარჯვამ შეიძლება მიგვიყვანოს ძლიან ცუდ შედეგებამდე,“ - განცხადა ზვიად ხორუაშვილმა. 

 

ავტორი: ეკა გაგუა

 
დღის ამბები