ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით ხვალიდან ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.2915 ლარი იქნება.
დღევანდელი მდგომარეობით ერთი დოლარის შესაძენად 2.2798 ლარი იყო საჭირო. ეროვნული ბაკის მიერ დადგენილი ახალი კურსით ცვლილებამ 0.0117 ლარი შეადგინა.
ლარის კურსი შეიცვალა ევროსთან მიმართებაშიც და ხვალიდან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ერთი ევროს შეძენა 2.5023-ის ნაცვლად 2.4886 ლარად იქნება შესაძლებელი.