თურქეთში ტერორისტული თავდასხმის არეალში ქართული ტრაილერები მოხვდნენ.
გადამზიდავი კომპანიის მანქანები გადამწვარია, მძღოლები კი რამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ თავდასხვმას ცოცხლად გადაურჩნენ.
ამ დრომდე უცნობია როდის დაბრუნდება გუშინ მომხდარი თავდასხმის დროს დამწვარი მანქანის მძღოლი, თუმცა დღეს დილით საზღვარი უკვე გადმოკვეთეს 31 ივლისის ტერორისტული აქტის დროს დაზარალებულმა მძღოლებმა.
გუშინ კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა თურქეთის ტერიტორიაზე. კერძოდ ქართველი მძღოლი ტრაილერით ვალეში მიდიოდა რა დროსაც ის მანქანიდან იარაღის მუქარით გადმოსვეს, ხოლო მანქანა დაწვეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში გადაადგილებისკენ თავი შეიკავონ.