20 ნოემბერი 2024,   18:16
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში გადაადგილებისკენ. 

"თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტებიდან და თავდასხმებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისაგან (კერძოდ, არდაჰანის, ერზერუმის, ერზინჯანის, ყარსის, იღდირის, აღრის, ვანის, ბითლისის, მუშის, ბინგოლის, ელაზიღის, თუნჯელის, მალათიას, შანლიურფასა და ჰაქქარის ვილაიეთები.) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს,"- ნათქვამია განცხადებაში. 

 
დღის ამბები