20 ნოემბერი 2024,   18:15
ვრცლად
ეპიდემია კახეთში - მოწამლულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა

100–ზე მეტი დაავადებული 24 საათის განმავლობაში. კახეთში სხვადასხვა კლინიკებს პაციენტებმა ერთი და იგივე ჩივილებით მიმართეს.

ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი პასუხი რა გახდა მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი.

ერთ-ერთი ვერსიით ყვარლისა და თელავის მოსახლეობა დაბინძურებული წყლით მოიწამლა.

ამ ვერსიას ნაწილობრივ იზიარებენ სპეციალისტები და არ გამორიცხავენ, რომ სწორედ წყლიდან გავრცელდა რეგიონში ე.წ. "ნოროვირუსი," რამაც უკვე ეპიდემიის სახე მიიღო. კახეთის იმ სოფლებში სადაც ვირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი რისკია უკვე ჩატარებულია წყლის ქიმიური ექსპერტიზა, ახლა კი სპეციალისტები ელოდებიან მიკრო-ბიოლოგიური კვლევის პასუხებს, რომელიც ხვალისთვის იქნება ცნობილი. 

მანამდე კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ გადადუღებული წყალი მიიღონ. 

ავტორი: ნათია მღებრიშვილი

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები