მყვინთავების მონაწილეობით დღეს დილიდან განახლდა ლისის ტბაში გაუჩინარებული 52 წლის მამაკაცის ძებნა. მაშველები და მყვინთავები მას უშედეგოდ ეძებდნენ ღამის 4 საათამდე, რის შემდეგაც სამუშაოები დროებით შეჩერდა, თუმცა პერიმეტრზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა მაშველთა მორიგე ჯგუფი.
მამაკაცის მეგობრის თქმით, მან ცურვა არ იცოდა და წყალში ნაპირთან ახლოს იმყოფებოდა, ცოტა ხანში კი გაუჩინარდა.