20 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
კახეთში 100-მდე ადამიანის ინფიცირების მიზეზი უახლოეს 2 დღეში გაირკვევა

ნოროვირუსის გარდა, იყო თუ არა სხვა რაიმე სახის ბაქტერია კახეთის რეგიონში ასამდე ადამიანის ინფიცირების მიზეზი, ეს ბაქტერიული კვლევის შედეგად უახლოეს ორ დღეში დადგინდება.

უკვე ცნობილია, რომ ყველას ნოროვირუსი აღმოაჩნდა, რომელიც ძირითადად ჰიგიენური წესების დაუცველობის, დაბინძურებული საკვებისა და წყლის შედეგად ვრცელდება.

წყლის დაბინძურება ქიმიური ანალიზის შედეგად არ დადასტურდა. მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგი კი დღეს გახდება ცნობილი.

24 მოწამლული პაციენტი ამ დრომდე ყვარლის, 2 კი თელავის საავადმყოფოებში რჩება. მათი უმრავლესობა ბავშვია.

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის ავთანდილ თალაკვაძის განმარტებით, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ მოწამვლის მიზეზი ნოროვირუსია.

 
დღის ამბები