20 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
ქართველი მძღოლი, რომელსაც თურქეთში თავს დაესხნენ, საქართველოში სავარაუდოდ დღეს დაბრუნდება

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს გახშირებული ტერორისტული აქტების გამო თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისგან.

საჭიროების შემთხვევაში კი ურჩევს დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საკონსულოებს. მოქალაქეებს გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს ასევე საქართველოს ელჩიც.

რაც შეეხება შპს ”ალგანის“ სატვირთოს ქართველ მძღოლს, რომელსაც შეიარაღებულმა პირებმა ავტომობილი დაუწვეს თავად კი დააკავეს, საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და სავარაუდოდ დღეს დაბრუნდება საქართველოში.

 
დღის ამბები