02 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ქუთაისელები გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებენ

ხმაური იყო ქუთაისში, სადაც გელათის ქუჩის მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს.

ისინი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებდნენ, ასევე იმ ფაქტს, რომ სატვირთო მანქანებით მათი ქუჩის გავლით ინტენსიურად გადააქვთ ქვები, რის გამოც მუდმივად იმტვერება პერიმეტრი და ჰაერი დაბინძურებულია.

მერიის წარმომადგენლების განმარტებით, გზის რეაბილიტაცია გეგმის შესაბამისად ხორციელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ასევე განაცხადეს, რომ სატვირთო ავტომობილები გელათის ქუჩით აღარ იმოძრავებს.

 

 

 
დღის ამბები