ანტიკური ხანის უნიკალური აბანო, რომელიც ბუნებრივი თბილი წყლით მარაგდებოდა და დიდგვაროვნებისთვის იყო განკუთვნილი. ასეთია ქართველი არქეოლოგების უახლესი აღმოჩენა თბილისში, აბანოთუბნის, ქალაქ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღმოჩენა დაახლოებით ჩვენი წელთ აღრიცხვის I-III საუკუნეებით თარიღდება. განახლებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 2 ათასი წლის წინანდელი არტეფაქტებია ნაპოვნი, მინისა და კერამიკის ნიმუშები, ასევე მონეტები. ამ დროისთვის არქეოლოგები ძირითადად გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ