20 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
სოციოლოგიური გამოკითხვა - ბარაკ ობამას რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე ვლადიმერ პუტინის

მსოფლიოში ბარაკ ობამას რეიტინგი უფრო მაღალია ვიდრე ვლადიმერ პუტინის.

სოციოლოგიური გამოკითხვების ასეთ შედეგს აქვეყნებს ამერიკული პევის კვლევითი ცენტრი, რომელმაც 39 ქვეყანაში ჩაატარა კვლევა.

საერთო ჯამში კი 45 ათასი გამოკითხულიდან, მხოლოდ 30% აფასებს რუსეთის პოლიტიკას დადებითად. როგორც აღმოჩნდა, ვლადიმერ პუტინი ყველაზე მეტად ჩინეთში, ვიეტნამსა და განაში მოსწონთ.

ხოლო ანტი რუსული განწყობა ყველაზე მაღალი ისრაელში, იაპონიასა და უკრაინაშია.

კვლევის თანახმად, ბარაკ ობამა გამოკითხულთა შორის საკმაოდ პოპულარულია. ევროპაში მის მიმართ რესპოდენტების 75%, ხოლო აფრიკის კონტინენტზე 77% დადებითად არის განწყობილი.

 

 

 

 

 

 
დღის ამბები