რამდენიმე საათს გაგრძელდა მოლაპარაკებები თბილისის მიკროავტობუსების კომპანიასა და გაფიცულ მძღოლებს შორის. მხარეების თქმით შეთანხმება მიღწეულია.
შეხვედრაზე მყოფმა მძღოლებმა მოლაპარაკების დეტალები დიღომში გაფიცულებს გააცნეს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რომ ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.