20 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
ყვარელში ნოროვირუსის გავრცელების მიზეზები ამ დრომდე უცნობია

ყვარელში ნოროვირუსის გავრცელების მიზეზები ამ დრომდე უცნობია, თუმცა სპეციალისტების მტკიცებით ნოროვირუსის გავრცელება სასმელ წყალს არ უკავშირდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების ლაბორატორიაში თითქმის დადასტურებულად ამბობენ, რომ ეპიდემიის მიზეზი წყალი არ იყო. თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში კვლევა ისევ გრძელდება.

4 აგვისტოდან დღემდე ყვარელსა და თელავში სამკურნალო დაწესებულებას ნოროვირუსით 163-მა პაციენტმა მიმართა. ამ დროისათვის სტაციონარში 5 რჩება.

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

 
დღის ამბები