აფრიკის დასახლებაში მცხოვრები გაბელიების ოჯახი სოციალური სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მძიმე პირობებში მცხოვრებ ოჯახს არანაირი შემოსავალი და საცხოვრებელი პირობები არ გააჩნია. ნიკა მელიასთან საუბარში 27 წლის ინგა გაბელია ამბობს, რომ სისხლს აბარებს და მხოლოდ ასე ახერხებს პატარა ბავშვის გამოკვებას.
გაბელიებმა 4-ჯერ მიმართეს სოციალურ სააგენტოს, მაგრამ მათთან არც აგენტი მისულა და არც პასუხი გაუცია ვინმეს. ნიკა მელიამ ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტი მიუტანა.