ზღვის დაბინძურების ფაქტზე თურქეთის დროშით მცურავი გემი დააკავეს
07-08-2015 14:36
სასაზღვრო პოლიციამ ფოთის პორტთან ზღვის დაბინძურების ფაქტზე თურქეთის დროშით მცურავი გემი დააკავა. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 65 ათასი ლარი.
ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.