20 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
ხანძარი სოფელ წყლულეთში ლიკვიდირებულია

ხანძარი სოფელ წყლულეთში ლიკვიდირებულია. ცეცხლი 20 ჰექტარზე გავრცელდა. ხანძარი ტყის მასივზეც გავრცელდა, დაიწვა კოტეჯიც.

არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი ახლოს მდებარე აგარაკებზე გადავიდოდა. ამის გამო დასახლებული ტერიტორიიდან განხორციელდა მოსახელობის ევაკუაცია. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართული იყო ავიაციაც. 

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის ერთერთ მიზეზად დაუდევრობა სახელდება. სოფელ წყლულეთში კვლავ რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რადგან, ძლიერი ქარის გამო, არსებობს საშიშროება ცეცხლი ტერიტორიაზე ისევ გაჩნდეს. 

დღის ამბები