02 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ხვალიდან მარშალ გელოვანის გამზირის ნაწილი 120 დღით დაიკეტება

ხვალიდან მარშალ გელოვანის გამზირის ნაწილი 120 დღით დაიკეტება.

დიღმურას ხიდის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით შსს ავტომანქანებით მოძრაობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე აღმაშენებლის ხეივნიდან საბურთალოს მიმართულებით მოძრაობა დროებით გადაერთო სოფელ დიღმის ასახვევიდან, ვაშლიჯვარში გადამსვლელი ხიდის გავლით, გოძიაშვილის ქუჩაზე.

მძღოლებს ასევე შეუძლიათ იმოძრაონ რობაქიძის გამზირზე, ბაქრაძის ქუჩის გავლით, ვეფხისა და მოყმის ძეგლის მიმართულებით.

 
დღის ამბები