20 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
აგვისტოს ომის გმირის გამზრდელი მამიდა სახელმწიფო დახმარების გარეშე დარჩა

ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის გამზრდელი მამიდა სახელმწიფო დახმარების გარეშე დარჩა.

ეთერ ანწუხელიძეს სოციალური დახმარება გიორგი ანწუხელიძის დედის გარდაცვალების შემდეგ მოუხსნეს.

7 წლის შემდეგ გიორგი ანწუხელიძის მარტოხელა მამიდას, ცხოვრება მძიმე სოციალურ პირობებში უწევს, ნოემბრის შემდეგ ეთერ ანწუხელიძეს სოციალური შემწეობა შეუწყვიტეს.

ძველი დეკლარაციის გადამოწმების შემდეგ მას სახლში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები აღმოაჩნდა.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ძველი მეთოდოლოგიით შემოწმების შემდეგ ოჯახის სარეიტინგო ქულა შეძენილმა ნივთებმა გაზარდა, რაც დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა.

1000 ლარიან დახმარებას ანწუხელიძის მეუღლე და შვილები იღებენ, ისინი თბილისში ცხოვრობენ.

რუსეთ - საქართველოს ომიდან შვიდი წლის თავზე სოფელ ქვემო ალვანში ქართველი გმირის სახლ- მუზეუმის მშენებლობაც შეჩერებულია.

 

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ია გულიაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები