15 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტი სახლის აივანზე იდგა, როდესაც მას ამერიკული დრონიდან ესროლეს

მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტი სახლის აივანზე იდგა, როდესაც მას ამერიკული დრონიდან ესროლეს - ალ ქაიდას ლიდერის ლიკვიდაციის დეტალები ცნობილია.

71 წლის ალ-ზავაჰირი CIA-ის დრონებმა მაშინ მოკლეს, როდესაც ქაბულის მდიდარ რაიონში მდებარე დაცული სახლის აივანზე იდგა. სახლში, ასევე ცხოვრობდნენ მისი ცოლი, ქალიშვილი და შვილიშვილები, თუმცა, ისინი არ დაშავებულან.

სახლი, სადაც ალ-ქაიდას ლიდერი გაანეიტრალეს, სირაჯუდინ ჰაქანის ეკუთვნოდა, რომელიც თალიბანის შს მინისტრია.

ნიუ-იორკში ტერაქტების გეგმა ოსამა ბინ ლადენმა ალ-ზავაჰირთან ერთად დაგეგმა. სპეცოპერაციაზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯონ ბაიდენმა განაცხადა, რომ "სამართალი აღსრულდა".

 

დღის ამბები