02 მაისი 2024,   20:58
ვრცლად
ჩვენ ვერ გვექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან - ვოლოდიმირ ზელენსკი  

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე რეაქცია სუსტი და არასაკმარისად პრინციპული იყო, რის შედეგადაც რუსეთის აგრესია დღევანდელ მასშტაბებამდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ ოდესის პორტიდან მარცვლეულით დატვირთული გემის გასვლაზეც ისაუბრა.

"2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე რეაქცია სუსტი და არასაკმარისად პრინციპული იყო, რის შედეგადაც რუსეთის აგრესია დღევანდელ მასშტაბებამდე გაიზარდა. ჩვენ ეტაპობრივად აღვადგენთ სამართლიანობას ყირიმთან დაკავშირებით. ოდესის პორტი ამუშავდა, საექსპორტო მოძრაობა დაიწყო და ამას შეიძლება ვუწოდოთ პირველი დადებითი სიგნალი იმისა, რომ არსებობს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შეჩერების შანსი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ინიციატივის პარამეტრების შესრულებაზე, ეს კი პარტნიორების პასუხისმგებლობაა, უპირველეს ყოვლისა გაერო-სა და თურქეთის.

ჩვენ ვერ გვექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან. რუსეთი თანმიმდევრულად ახდენდა უკრაინული სურსათის ტრადიციულ იმპორტიორ აფრიკულ და აზიურ ქვეყნებში შიმშილის პროვოცირებას. ახლა კი, ევროპაში მიმდინარე წელს განსაკუთრებული სიცხის პირობებში, ფასების კრიზისის და გარკვეული სასურსათო დეფიციტის საფრთხე არსებობს ევროპის ქვეყნების ნაწილისთვისაც," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები