15 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
თანაშემწე ირწმუნება, რომ მედვედევის სოციალური ქსელი დაჰაკეს - მათი ინფორმაციით, დაუდგენელია ვინ დაწერა პოსტი, სადაც საქართველო რუსეთის ისტორიულ ნაწილად იყო მოხსენიებული

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტსა და ყოფილი პრემიერს, დიმიტრი მედვედევს, მისი თანაშემწის ინფორმაციით, სოციალური ქსელი გაუტეხეს. თანაშემწის განცხადებით, გვერდი ქსელ ВКонтакте-ში გატეხეს და დაუდგენელია, ვინ არის ბოლოს გამოქვეყნებული პოსტის ავტორი, რომელშიც საქართველო რუსეთის ისტორიულ ნაწილად არის მოხსენიებული.

პოსტი რუსეთის იმპერიალისტურ მოსაზრებებს შეეხებოდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის ისტორიულ საზღვრებს აღადგენს.

"საქართველო დღევანდელი საზღვრებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. საქართველო მიისწრაფოდა რუსეთისკენ, რადგან ესმოდა, რომ რუსეთი იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსლიმური სახელმწიფოების საკმაოდ მტრულ გარემოცვაში და დღეს იგივე ისტორია მეორდება - ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია შეიძლება გაერთიანებული იყოს რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში," - ნათქვამი იყო პოსტში, რომელიც მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაშალეს.


დღის ამბები