ავღანეთში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში მღვდელთმსახურება 43-ე ბატალიონის მოძღვარმა, მამა გაბრიელ ბარბაქაძემ აღავლინა. დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობენ. ქართული ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.