30 დეკემბერი 2024,   20:06
ვრცლად
ოღონდ ქსენოფობიურ კამპანიაში ჩამჯდარიყო და ქართველს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს გაუვრცელეს ვიდეო - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმიანება, რომელთან დაკავშირებითაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ოღონდ რუსი ტურისტების წინააღმდეგ აგორებულ ქსენოფობიურ კამპანიაში ჩამჯდარიყო, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს გაუვრცელეს ვიდეო. 

"ოღონდ რუსი ტურისტების წინააღმდეგ აგორებულ ქსენოფობიურ კამპანიაში ჩამჯდარიყო, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს და ეროვნებითაც ქართველს, ვიდეო გაუვრცელეს. გამვრცელებელმა ხომ იცოდა ეს დეტალები?! ნაცებზე ბინძური ხალხი არ არსებობს!" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები