30 დეკემბერი 2024,   20:56
ვრცლად
დესტაბილიზაცია არავის აწყობს, გარდა ბედოვლათი ოპოზიციონერებისა - გიორგი ვოლსკი

პოლიტიკური სპექტრი კვლავ ვერ თანხმდებიან თამაშის ერთობლივ წესებზე, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობს. მმართველი გუნდი კვლავ ოპოზიციის ნაწილის ჩართულობის გარეშე მუშაობს. გასული დღეების განმავლობაში სამუშაო ორ ჯგუფებს კიდევ ხუთი თემატური ჯგუფი დაემატა.

ალტერნატიულ შეხვედრებს მართავენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" ერთობლივ მუშაობას არ აპირებენ, რაც მმართველი გუნდის შეფასებით, პროცესს აზიანებს და პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს.

"რადიკალური ოპოზიციის სტრატეგია აბსოლუტურად არ გულისხმობს იმას რომ მოლაპარაკებებში ან თუნდაც პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ. დესტაბილიზაცია არავის არ აწყობს, საზოგადოება მაქვს მხედველობაში, გარდა იმ ბედოვლათი ოპოზიციონერებისა, რომლებიც ქმნიან პარალელურ პროცესებს.

მუშაობა მიმდინარეობს და სექტემბერში რასაკვირველია ალტერნატიული რეზოლუციები თუ კანონპროექტები იქნება განხილული," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები