20 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
ხმაური ჩიქოვანის ქუჩაზე - პარტიზანი მებაღეები ხეების ჭრას აპროტესტებენ

ჩიქოვანის ქუჩაზე საბურთალოს გამგეობის მიერ ხეების მოჭრის ფაქტს პარტიზანი მებაღეები აპროტესტებენ, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

პარტიზანი მებაღეები ამბობენ, რომ გამგეობა უკანონოდ ჭრის ჯანსაღ ხეებს, რაზეც მათ ინფორმაცია თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს ბიძინა გიორგობიანსაც მიაწოდეს. გიორგობიანმა პარტიზან მებაღეებს ჩიქოვანის ქუჩაზე გზის გაფართოვების პროექტის გადახედვის პირობა მისცა და სამუშაოები შეაჩერა.

„გაურკვეველი კომპანია, რომელიც ხშირად არის შემჩნეული სხვადსხვა უბანში ხეების უკანონო ჭრაში, ახლა მოვიდა ჩიქოვანის ქუჩაზე და ჭრის ხეებს, რომელიც არის აბსოლუტურად ჯანსაღი. მათი თქმით, მოსახლეობამ მიმართა ხეების მოჭრის მოთხოვნით, რადგან ეს ხეებია დაზიანებული და ასევე გზის გაფართოვების მიზნით ითხოვს მოსახლეობა მათ მოჭრას. ძალიან ეჭვი მეპარება ასეთი მოთხოვნები ჰქონოდათ აქ მაცხოვრებლებს,“ - აცხადებს პარტიზანი-მებაღე ირაკლი ჩიხრაძე.

საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლების თქმით ჩიქოვანის ქუჩაზე გზის გაფართოვების პროექტი ხორციელდება. სამუშაოებს შ.პ.ს მამისონი ახორციელებს.

 

 
დღის ამბები