20 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
ათას დოლარიანი ვალის გამო ჩადენილი თვითმკვლელობის ისტორია

55 წლის გიგლა სორდიამ ვალის გადაუხდელობის გამო თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სორდიამ რამდენიმე წლის წინ პატრულ-ინსპექტორ ცეზარ თავაძისგან ოპელის მარკის ავტომობილი განვადებით შეიძინა.

გიგლა სორდია ნაყიდი ავტომობილით ტაქსის მძღოლად მუშაობდა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო საქმიანობა ვეღარ შეძლო და ვალის გადახდაც გაუჭირდა.

თავაძემ ვალის ყოველთვიურ გადასახადს მოუკლო, მაგრამ საბოლოოდ მანქანა წაიყვანა და დაალომბარდა, ლომბარდიდან გამოტანილი 1000 დოლარის პროცენტის გადახდა კი გიგლა სორდიას დააკისრა. სორდიას ლომბარდში პროცენტების გადახდაც გაუჭირდა, რის გამოც ცეზარ თავაძემ მანქანა საბოლოოდ წაიყვანა.

ოჯახი გიგლა სორდიას თვითმკვლელობას მომხდარს უკავშირებს და მთავარ დამნაშავედ ცეზარ თავაძეს ასახელებს.

თავაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მომხდარზე არ საუბრობს.

გიგლა სორდიას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოიკვეთება თუ არა ბრალეულობა ამას პროკურატურა სწავლობს, შსს-ში კი პატრულ-ინსპექტორის ცეზარ თავაძის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

 
დღის ამბები