20 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
მირზა შაფის ქუჩაზე ახალი სასტუმრო შემცირებულ მასშტაბზე აშენდება

მირზა შაფის პროექტი იყო მთავარი განხილვის თემა დღეს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის სხდომაზე.

შეხვედრას ინვესტორები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრექტის, რომელიც ძველი თბილისის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ამ ეტაპისთვის შეცვლილა, მთავარი ცვლილება კი მის მასშტაბებს ეხება.

ახალი სასტუმრო 4 ათასი კვადრატულით ნაკლებ ტერიტორიაზე აშენდება.

კომისიის სხდომაზე დღეს პროექტის განხილვის გადადება და ახალი კონკურსის გამოცხადებაც მოითხოვეს, თუმცა სხდომის თავმჯდომარემ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მირზაშაფის პროექტის განხილვა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოხდება.

მშენებლობის პროცესი კი სავარაუდოდ სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.

„ვიქრობ, რომ ცვლილებები შევიდა ქალაქის ინტერესის გათავლისწინებით, შემცირდა მოცულობა. დედაქალქის ინტერესებიდან გამომდიარე ჩვენ თვალები დავხუჭეთ ამაზე და გავითვალისწინეთ ქალაქის თხოვნა,“ - განაცხადა ინვესტორმა გიორგი სვანიძემ.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები