წესი, რომელიც ნებისმიერ მსჯავრდებულს და ბრალდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის და გამოსვლის დროს გაშიშვლებას ავალდებულებს, საკონსტიტუციო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჩივრა.
ორგანიზაცია სამინისტროს მოქმედი პროცედურების ალტერნატივად შესაბამის ტექნიკურ შემოწმებას სთავაზობს, რომელიც ევროპის ქვეყნებში მოქმედებს.
ელექტრო სკანერის გამოყენებას გამორიცხავენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.
უწყებაში განმარტავენ, რომ მოწყობილობა მსჯავრდებულების შემოწმებას სრულად ვერ უზრუნველყოფს.
მოქმედი წესი მიუღებელია დეპუტატების ნაწილისთვის.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი ქალთა დაწესებულების ერთ-ერთი მსჯავრდებულის თხოვნის საფუძველზე მოამზადა.
იმავე საკითხზე საუბარი სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშშიც არის.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ვახო ბუნტური, თამარ შალოშვილი.