30 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
მარშალ მალინოვსკის ნაცვლად აზოვის პოლკის, პეტერბურგის ნაცვლად კი ლონდონის -  კიევში 95 ქუჩას, რომელთა დასახელებაც რუსეთს უკავშირდებოდა, სახელი გადაარქვეს

კიევში 95 ქუჩას, რომელთა დასახელებაც რუსეთს უკავშირდებოდა, სახელი გადაარქვეს. ამის შესახებ  ინფორმაცია უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა.

მისი თქმით, ახალმა სახელებმა უნდა შემოინახონ ხსოვნა უკრაინის გამორჩეული ისტორიული მოვლენების, ასევე ცნობილი მოღვაწეებისა და გმირების შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

სახელშეცვლილ ქუჩებს შორისაა მარშალ მალინოვსკის ქუჩა, რომელიც გახდა აზოვის პოლკის გმირების ქუჩა, ტულას მოედანი უკრაინის აჯანყებულთა არმიის გმირების სახელობის იქნება,  მიჩურინის ქუჩა საზღვაო ქვეითების, ხოლო პეტერბურგის ქუჩას, ლონდონის ქუჩის სახელი მიენიჭა.

დღის ამბები