30 დეკემბერი 2024,   19:51
ვრცლად
"აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამას 1 338 გამარჯვებული ჰყავს

"აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამას 1 338 გამარჯვებული ჰყავს. გრანტის მოცულობა წელს 30 000 ლარით განისაზღვრა, თუმცა საპილოტე პროგრამით ზოგიერთ რეგიონში ის 10 000-ით მეტი იყო. პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდება.

2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 6 901 პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობამ კი 78 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

სააგენტომ განაცხადების მიღება მარტში დაიწყო. მსურველების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაცილებით მეტი იყო. საუკეთესო იდეების ავტორებს დაფინანსების შემდეგ კონკრეტული მითითებები ეძლევათ. კაპიტალური დანახარჯები არანაკლებ 90 პროცენტით უნდა განისაზღვროს, საბრუნავი თანხა კი არაუმეტეს 10 პროცენტს უდნა შეადგენდეს.

პროგრამა "აწარმოე საქართველოში", 2014 წელს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო, 2015 წელს სამთავრობო ინიციატივას, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო მიმართულებაც დაემატა. დაფინანსდა 6901 პროექტი, ინვესტიციის საერთო მოცულობამ კი 78 მილიონი ლარი შეადგინა.  

 

 

 

დღის ამბები