ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ამბობს, რომ სუპერთასის საორგანიზაციო სამუშაოებმა UEFA-ს პრეზიდენტისა და კომიტეტების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მისი განმარტებით, სტადიონი სრულად მზად არის და საორგანიზაციო პრობლემები ამ წუთისთვის არ არსებობს.
დინამო არენას სტუმართა და გუნდების განთავსებამ მაღალი შეფასებები მიიღო. ახლა საორგანიზაციო კომიტეტს ბოლო და უმთავრესი მოთხოვნის შესრულება დარჩა, თამაშის ჩატარება UEFA-ს უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
საბოლოო შეფასებას კი ქართული მხარე UEFA-ს ოფიციალური ანგარიშის შემდეგ მიიღებს.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის რეზო არველაძის თქმით, ერთადერთი რაც დარჩა, არის ის, რომ თამაში იყოს კარგი და საინტერესო.