20 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
შს მინისტრმა ახმეტის რაიონში დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

შს მინისტრმა ახმეტის რაიონში დაჭრილი პოლიციელი ელიზბარ პატარკაცაშვილი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში მოინახულა.

მინისტრი შეხვდა ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისას მოძალადის მიერ დაჭრილი სამართალდამცველის ოჯახის წევრებს, გაამხნევა ისინი და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ელიზბარ პატარკაცაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მისი გადარჩენისთვის ექიმები და ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებენ.

 

 

 
დღის ამბები