წელს მოსალოდნელია, რომ ყურძნის ფასი შარშანდელზე ნაკლები იყოს.
გლეხები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ წელს მოსავალი ერთ ლარზე ნაკლებ ფასად ჩააბარეს, მოგებას ვერ ნახავენ.
გლეხებისთვის პრობლემა მოსავლის ის ნაწილიც არის, რომელიც სეტყვამ დააზიანა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო სუბსიდირების პროგრამას იწყებს.
მთავრობამ სუბსიდირების რაოდენობა განსაზღვრა და ამით შემცირებული ექსპორტის პირობებში მევენახეებს დაეხმარება.
სუბსიდირების მიუხედავად, არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობისა და რუსეთის შესაძლო ემბარგოს გამო, ღვინის კომპანიების ნაწილი ყურძნის დიდი მარაგის ჩაბარებაზე და მასში მაღალი ფასის გადახდაზე უარს აცხადებენ.
მწარმოებლები ამბობენ, რომ ღვინის რეალიზაციას სრულად ვერ შეძლებენ.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ვახო ბუნტური, თეიმურაზ ვარაზანაშვილი, თამარ შალოშვილი.