თბილისის საკრებულოს გამდიდრებული დეპუტატის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ორგანიზაცია მედიატორი.
კვლევის შედეგად ირკვევა, რომ არჩევნების შემდეგ დეპუტატების დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად გამდიდრდა. მათი ქონება, რამდენიმე შემთხვევაში, მილიონ ლარსაც კი აჭარბებს.
საკრებულოს წევრებს არ სურთ საკუთარ ქონებაზე ხმამაღლა საუბარი. ბინების გარდა დეკლარაციაში სხვადასხვა ბანკში გახსნილი ანაბრებიცაა. მათი დიდი ნაწილი მოსკოვში რუსულ ბანკებშია განთავსებული.
მონიტორინგის ცენტრი მედიატორი თბილისის საკრებულოს დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციას 1 თვის განმავლობაში სწავლობდა.
მათი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დეპუტატების ნაწილი დეკლარირებული მილიონერია.
ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, მამუკა ჯანაშია.