აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების მიღება დღეს სრულდება. პროცესი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საღამოს 18:00 საათზე შეწყდება.
ასევე 18:00 საათზე ეწურებათ ვადა უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის მსურველებს, რომ ფაკულტეტების ჩამონათვალში ბოლო ცვლილებები შეიტანონ.
განაცხადის გაგზავნა აბიტურიენტებს ელექტრონულად შეუძლიათ.
წელს საგამოცდო პროცესი 2 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა. მასში 40 000-მდე აბიტურიენტი
მონაწილეობდა.