დიდგორობის დღესასწაული აღნიშნეს დღეს დიდგორის ველზე. ღონისძიებას საქართველოს პრემიერი და თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა. მათ შორის ინფრასტრუქტურის განახლებას ეხება.
ირაკლი ღარიბაშვილმა დავალება განათლების მინისტრსაც მისცა. სკოლების დირექტორებმა ყოველწლიურად სკოლის მოსწავლეების დიდგორის ველზე მიყვანა და მოედნის მონახულება უნდა უზრუნველყონ.