20 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
სამსახურეობირივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პოლიციელები პრეზიდენტმა მოინახულა

სამსახურეობირივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პოლიციელები დღეს პრეზიდენტმა მოინახულა. გიორგი მარგევლაშვილი „ინგოროყვას სახელობის“ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ახმეტაში ოჯახური ძალადობის ფაქტის გამოვლენისას დაჭრილი პოლიციელი მკურნალობს, ამის შემდეგ კი „ნიუჰოსპიტალში“ მივიდა და ფონიჭალის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობით დაინტერესდა.

„თუ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს სამშობლოს,  მის მოქალაქეებს, პატივი უნდა ვცეთ პოლიციას, რადგან ეს ის ადამიანები არიან, ვინს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს სიმშვიდეს“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გუშინ ფონიჭალაში მომხდარი სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი დღესვე მოინახულა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, კრიმინალთან ბრძოლა იქნება უკომპრომისო. 

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

 
დღის ამბები