20 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
მომხარებელბს, რომლებსაც სესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვს მიბმული პროცენტი გაუძვირდებათ

რეფინანსების განაკვეთმა მოიმატა-ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით 6 პროცენტამდე ზრდის.

გადაწყვეტილება სპეციალურმა კომიტეტმა მიიღო.

ავტომატურად პროცენტი იმ მომხმარებლებს გაუძვირდებათ, ვისაც სესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვს მიბმული, ასეთი დაახლოებით 8 ათასი ადამიანია.

მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციასა და ეკონომიკური აქტივობაზე. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მთავრობას რეკომენდაციებით კიდევ ერთხელ მიმართა.

გიორგი ქადაგიძის განამრტებით, „ეს გადაწყვეტიელბა არის რეაგირება გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებზე და იმ საშინაო თუ საგარეო რისკებზე, რომელიც მოქმედებს ეკონომიკაში,“

„მთავროვბამ არა მხოლოდ უნდა უზრუნველყოს თანაბარი ხარჯვა, არამედ საჯაროდ, ღიად დააფიქსიროს მზაობა, იმის შესახებ, რომ თუ კი იქნება დამატებითი ზეწოლა კურსზე გაუფასურების მიმართულებით შემოდგომაზე, იგი მზად არის კიდევ უფრო შეამციროს ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯვები,“ - განაცხადა საქართველოს ეორვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

 

 

 
დღის ამბები