ზვიად სიჭინავამ ფეხბურთის ფედერაციიდან წასვლის თარიღის გამოსაცხადებლად სუპერთასის დღე საგანგებოდ შეარჩია.
ახალი პრეზიდენტის არჩევნების თარიღი კი ერთი კვირის ვადაში გახდება ცნობილი, როდესაც ფედერაციის აღმასკომი შეიკრიბება.
სიჭინავამ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას ვერც ხელისუფლების მიმართ წყენა დამალა.
ფედერაციის გენერალური მდივანი რეზი არველძე, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ასახელებენ, საკუთარ გეგმებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ღიად საუბრობს, რომ ზვიად სიჭინავას წასვლის შემდეგ ხელისუფლება ფეხბურთის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას გეგმავს, ამის მიზეზად კალაძე ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებას ასახელებს.
კახი კალაძის სიმპათიები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ლევან კობიაშვილისკენ იხრება.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობას ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაც გეგმავს.
ტარიელ ხეჩიკაშვილი კი იმ პირობებზე საუბრობს, რისი გაკეთებაც ახალ კანდიდატს უწყების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით მოუწევს.
ავტორები: დავით მჭედლიშვილი.