20 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
მირზა შაფის რეაბილიტაციის გეგმა საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის გარეშე დაამტკიცა

კიდევ ერთი ხმაურიანი სხდომა საკრებულოში. მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაციის გეგმა თვითმმართველობის უმრავლესობამ ოპოზიციის გარეშე დაამტკიცა.

უმცირესობის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხის განხილვის გადადებაზე უარი თქვა, თუმცა ხმაური საკრებულოში ამით არ ამოწურულა.

პარტიზანული მებაღეების ერთ-ერთი დამფუძნებელს ნატა ფერაძეს სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინეს.

დეპატების გადაწყვეტილების მიმართ წინააღმდეგობის გამო, დარბაზი არქიტექტორთა ასოციაციის წევრებსაც დაატოვებინეს. კენჭისყრის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა - ალეკო ელისაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და რესპუბლიკელებმა. ისინი პროექტის განხილვის ერთი თვით გადადებას ითხოვდნენ.

პროექტის განხილვის დღის წესრიგიდან ამოღებას ემხრობოდნენ გაერთიანებული დემოკრატების წევრებიც.

აარსამთავრობოებისა და პარტიების ნაწილი პროტსტი მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობამ მირზაშაფის ქუჩის რეაბილიტაციის გენერალური რეგულირების გეგმა 24 ხმით მიიღო.

ავტორები: სოფო ვარდიაშვილი, ამირან ვარდოსანიძე. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები