საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. ლევან კოჭლაშვილს ციხეში 4 წლის გატარება მხოლოდ ძალადობასა და სხვისი ნივთის დაზიენბის გამო მოუწევს. მოსამართლის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია არასამთავრობო სექტორისა და მოკლულის ოჯახის ადვოკატისთვის. უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქმეში მკვლელობის იარაღი და სხვა მტკიცებულელები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
ტრანსგენდერი ქალი 9 თვის წინ სახლში მრავლობითი ჭრილობებით დამწვარი იპოვეს.