20 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
რუსეთმა ემბარგო კიდევ 5 ქვეყნის პროდუქციას დაადო

რუსეთმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა პროდუქციაზეც ოფიციალურ მოსკოვს ემბარგო აქვს დაწესებული. განკარგულებას ხელი პრემიერმა მედვედევმა მოაწერა. სანქციები დამატებით 5 ქვეყანას შეეხო. ესენია: ალბანეთი, ჩერნოგორია, ისლანდია, ლიხტენშტეინი და უკრაინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოფიციალური კიევის წინააღმდეგ სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილი ამოქმედდება. ივლისის ბოლოს ყველა ეს ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.

დღის ამბები