20 ნოემბერი 2024,   18:15
ვრცლად
საცხოვრებელ სახლში რეგისტრაციის წესი შეიცვალა

საქართველოს მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ორი მოწმის ინფორმაციის საფუძველზე სხვა პირი ვეღარ დარეგისტირდება - შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა გამოსცა. თეა წულუკიანის განმარტებით, წლების განმავლობაში უკანონოდ ხდებოდა უცხო პირების უკანონო რეგისტრაცია, რაც ბინის მესაკუთრეს კომუნალური გადასახადების რაოდენობას უზრდიდა. ახალი რეგულაციების მიხედვით რეგისრტრაციის შემთხვევაში, ორი მოწმის დასტურის გარდა აუცილებელია მესაკუთრის თანხმობა, ასევე მოწმეების წერილობითი დასტური. შეიცვალა დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა რეგიტრაციის წესიც. ბრძანება უკვე ამოქმედდა და მის მიხედვით გამარტივდა უკანონოდ რეგისტირებული პირის რეგისტრასციიდან მოხსნის პროცედურებიც.

დღის ამბები