10 სახანძრო ბრიგადა იყო მისული ჩუღურეთის რაიონში მდებარე შიო არაგვისპირელის შესახვევში.
ცეცხლი აქ მდებარე ბარაკის ტიპის სახლებს წაეკიდა. სულ დამწვარია 7 საცხოვრებელი სახლი.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ისინი მერიისგან დახმარებას ითხოვენ.