რამდენით მოიმატებს ელექტროენერგიის საფასური თბილისელებისთვის - საჯარო განხილვის მეორე ეტაპს დღეს სემეკი მართავს.
შეხვედრაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
აქცენტი ამჯერად თელასის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის კომპონენტის შესახებ გაკეთდება. სემეკი სხდომებს თელასის განაცხადის საფუძველზე მართავს.
დადგენილების გამოცემის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების- დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად - 2015 წლის 18 დეკემბერი.