ხანძარი იყო თბილისში, სურამის ქუჩაზე. ცეცხლი თამბაქოს ყოფილ ქარხანას გაუჩნდა. დაიწვა შენობის სახურავი და მესამე სართული.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, მათ ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.