სოციალური დახმარების მიღმა დარჩენილი კიდევ ერთი გაჭირვებული ოჯახი გურიაში.
მუზაშვილების გაჭირვება და ფინანსური პრობლემები ერთადერთი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია. მუზაშვილებმა სესხი რამდენიმე ბანკიდან გამოიტანეს.
მოზარდის მდგომარეობა დასტაბილურდა, ოჯახი კი ბანკში ფულის გადაუხდელობის გამო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
მუზაშვილების პრობლემა ჩოხატაურში, ადგილობრივი საკრებულოსათვის ცნობილია. თუმცა ამ დრომზე გამგეობამ, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახის არასაპენსიო ასაკის წევრების ვერც დასაქმება და ვერც ერთჯერადი დახმარება ვერ შეძლო.
უკვე სამი წელია ოჯახის დიასახლისი სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დადგენილი წესის მიხედვით, ყოველწლიურად მიმართავს. დახმარებაზე უარს სააგენტოში მაღალი ქულებით ხსნიან. თუმცა გურიის სამხარეო ცენტრის უფროსი არ გამორიცხავს რომ მუზაშვილების საქმის შესწავლა ახალი მეთოდოლოგიით, განმეორებით მოხდეს.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი