42 წლის ოლეგ სელივიორსტოვს ორივე ქვედა კიდურის ამპუტაცია რამდენიმე თვის წინ ჩაუტარეს. ფეხები თებერვალში, მწყემსობის დროს მოეყინა. ოლეგი მარტო ცხოვრობს და საოჯახო საქმეების გაკეთებაც თავად უხდება.
ოლეგ სელივიორსტოვისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა ყველაზე დიდი პრობლემა ფინანსური სიდუხჭირეა. ის არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსიას და არც სოციალურ დახმარებას იღებს.
დაბალი ქულების მიღების შემდეგ სოციალურ სააგენტოში დაპირდნენ, რომ დახმარებას სექტემბრიდან მისცემენ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მისაღებად კი 130 ლარი და სხვადასხვა დოკუმენტები მოსთხოვეს.
ავტორი: თათია ხორბალაძე