თბილისის მერი დავით ნარმანია სამდღიანი ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა იერუსალიმის მერთან.
შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ძველი ქალაქის განვითარების მიმართულებით იერუსალიმის გამოცდილების გაზიარებას შეეხება. თბილისის მერი სიტყვით გამოვა საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე. დავით ნარმანია ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და გამარტივებულ საგადასახადო და საბაჟო პროცედურებზე. ასევე, დედაქალაქში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე. ამასთან, თბილისის მერი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ.
თბილისის მერი ისრაელში ვიზიტს 18 აგვისტოს დაასრულებს.